პრეზიდენტი - დიდი იმედი მაქვს, რომ პოლარიზაცია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ვნახეთ, დასრულდება, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი - ამას მივეცი ხმა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

„მე მგონი, საჭიროა, თქვენც და ჩვენც, ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე, სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, დასრულდება, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა