შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი საუბრობენ ბრალდებებზე, რომლებიც ისმის დაშინებასთან  დაკავშირებით, ისინი არ ამტკიცებენ, რომ რაღაც ფაქტი ასე იყო თუ არა

ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ისინი საუბრობენ ბრალდებებზე, რომლებიც ისმის დაშინებასთან, შევიწროებასთან დაკავშირებით. ისინი არ ამტკიცებენ, რომ რაღაც ფაქტი ასე იყო თუ არა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა წინასწარ შეფასებებს.

პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამ ბრალდებებმა, რომლებიც ისმოდა, გარკვეული ნეგატიური ეფექტი იქონია წინასაარჩევნო პერიოდზე.

„მათ სპეციალურად ხაზიც კი გაუსვეს ამ საკითხს, რადგან ხშირად ხდება მათი დასკვნების ისე ინტერპრეტირება, თითქოს ეუთო/ოდირი რაღაც ფაქტებს ამტკიცებს. ისინი ფაქტებს არ ამტკიცებენ, ისინი ამბობენ, რომ არსებობს რაღაც ბრალდებები და თავად ბრალდებების არსებობაც არის ნეგატიური გარემო.

თუ შეხედავთ ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას პირველი ტურის და მეორე ტურის შემდეგ ნახავთ, რომ ამ დასკვნაში აღარ არის საუბარი ბრალდებებზე, რომლებიც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. ამ კუთხით დასკვნა შემსუბუქებულია.

რაც შეეხება ბრალდებებს, ამაზე ჩვენც გვქონდა საუბარი. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ნაკლები ფაქტი იყო - ძალადობის ფაქტი სულ ერთი იყო და 3-ჯერ ნაკლები სისხლის სამართლის საქმე იყო წარმოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ. ძირითადად, ეს იყო მსუბუქი საკითხები და ეხებოდა ქონების დაზიანებას და ა.შ.

ეს არის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა და ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. მათ დადებითად შეაფასეს საარჩევნო რეფორმის საკითხი და ამით მოხარული ვარ. გახსოვთ, რომ ამ პროცესს თავის დროზე გაემიჯნა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოპონენტები და არასამთავრობო სექტორი ახლა მაინც გადახედავს საკუთარ პოზიციას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა