გიორგი სიორიძე - თუ ბათუმსა და ქუთაისში სრულად არ გადაითვლება ბათილი ბიულეტენები, რომელთა რაოდენობა კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას აჭარბებს, ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება

ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, პარტია "ლელოს" წევრი, გიორგი სიორიძე მიიჩნევს, რომ თუ ბათუმსა და ქუთაისში სრულად არ გადაითვლება ბათილი ბიულეტენები, რომელთა რაოდენობა კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას აჭარბებს, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება.

როგორც მან განაცხადა, ამომრჩევლის ნება გამოხატული უნდა იყოს თანასწორ და თავისუფალ გარემოში.

„არჩევნების შედეგი არის ხალხის წარმომადგენლობის, ინსტიტუტების ლეგიტიმაცია. 30 ოქტომბრის არჩევნები ამ მხრივ საშიშროების წინაშე დგას. ძალაუფლების წყაროს, ამომრჩევლის ნება გამოხატული უნდა იყოს თანასწორ და თავისუფალ გარემოში, სხვა შემთხვევაში, არჩევნები ხდება ფორმალობა, ფიქცია. გუშინ ყველაფერი იყო ისე, როგორც არ უნდა იყოს არჩევნების დღეს. ლეგიტიმაციის ეს პრობლემა განსაკუთრებით დადგება ისეთ ოლქებში, სადაც ბათილი ბიულეტენების იმდენად მაღალი რაოდენობაა, რომ აჭარბებს კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის სხვაობას. პირველ რიგში, საუბარია ბათუმსა და ქუთაისზე. საზოგადოების ამ კითხვის ნიშნებზე რეაგირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის ამოცანად მიმაჩნია, გადაითვალოს ყველა ბათილი ბიულეტენი ამ ოლქებში, აგრეთვე ზუგდიდშიც, რომელიც განსაკუთრებულ პოლიტიკურ ფოკუსში იყო მოქცეული. არჩევნები არ არის მხოლოდ პროცედურულ-ადმინისტრაციული ინსტრუმენტი. ის არ უნდა გავმიჯნოთ მისი მთავარი არსისგან. სამწუხაროდ, ქართული არჩევნების ისტორიაში ამგვარი გამიჯვნის მიდგომა გვაქვს, რაც ჩაკეტილ წრეზე ტრიალია. თუ ეს წრე არ გავარღვიეთ, „პროცედურული დემოკრატიიდან“ დაგვრჩება მხოლოდ პროცედურები, დემოკრატია კი-გვერდზე“,-განაცხადა სიორიძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი