ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა WinExpo Georgia მასშტაბური ღონისძიებით დაბრუნდა და 160-მდე კომპანიას, უცხოელ და ქართველ ექსპერტებსა და პროდუქციით დაინტერესებულ სტუმრებს უმასპინძლა.
წელს პირველად გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კომპანია Winepack-მა („ვაინპაკი“), რომელიც ბაზარზე, დაახლოებით, ერთი წელია გამოჩნდა, თუმცა უკვე 100-ზე მეტ ღვინის კომპანიასთან და მარანთან თანამშრომლობს. Winepack-ი მეწარმეებს აწვდის პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთ მასალებს (საცობს, ბოთლს, ჩაჩს, ყუთსა და ეტიკეტს).
როგორც კომპანიის დირექტორი ილიკო კილაძე განმარტავს, Winepack-ი დაარსების დღიდან უწყვეტად ვითარდება და პროდუქციის განახლებაზე ზრუნავს. მისი თქმით, Winepack-ი მონაწილეობას მიიღებს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ ღონისძიებებში, როგორიც არის WineExpo, არამედ უცხოურ გამოფენებში, სადაც ღვინის საწარმოო დანადგარები და შესაფუთი მასალები იქნება წარმოდგენილი და შემდეგ მაღალი ხარისხის პროდუქციის გადმოტანას ქართულ ბაზარზე შეეცდება.
„გარდა შესაფუთი მასალებისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოვიტანოთ პრემიუმ ხარისხის საწარმოო დანადგარები - მუხის კასრები, ფილტრები და ყველა მექანიზმი, რაც მეღვინეობას სჭირდება და ამ კუთხით უკვე გადავდგით ნაბიჯები. გვაქვს ღვინის დაყენების 8 000-წლიანი ისტორია, ქართული ბაზარი მუდმივად ფართოვდება, უკვე წლიურად დაახლოებით 100 მილიონი ბოთლი გადის ექსპორტზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და გვსურს, ამ პროცესში საკუთარი წვლილიც შევიტანოთ. უახლოეს მომავალში ჩაეშვება ჩვენი ვებგვერდი, სადაც ჩვენს მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციიის მიღება შეეძლებათ,“ - აღნიშნა ილიკო კილაძემ.
Winepack-ის დირექტორის მოადგილის იოსებ გელაშვილის თქმით, კომპანიის მისიაა, მწარმოებლებს ყველა საჭირო პროდუქტი ერთი ფანჯრის პრინციპით მიაწოდოს. შესაბამისად, მათ არ მოუწევთ სხვადასხვა შესაფუთი მასალის რამდენიმე მწარმოებლისგან მოძიება, რადგან საცობიც, ბოთლიც, ჩაჩიც, ყუთიც და ეტიკეტიც ერთი კომპანიისგან შეუძლიათ მიიღონ.
„ჩვენ უკვე გყავს არაერთი ლოიალური მომხმარებელი, რომელთანაც მუდმივად ვთანამშრომლობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის ნაწილი - ეტიკეტი, ჩაჩი და ყუთი - იწარმოება საქართველოში „კოლორ ჯგუფის“ მიერ უახლესი ტექნოლოგიით; ხოლო ბოთლი და საცობი იტალიიდან, ესპანეთიდან და რუსეთიდან შემოგვაქვს. სამომავლოდ ვგეგმავთ ბოთლის წარმოებაში სხვა ლიდერ ქვეყნებთან თანამშრომლობასაც. მინდა აღვნიშნო, რომ ღვინის საცობები შემოგვაქვს პორტუგალიიდან და წარმოვადგენთ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანია „პორტუგალია კორკს“, რომლის პროდუქციაც უმაღლესი ხარისხით არის ცნობილი.,“ - განმარტა იოსებ გელაშვილმა.
ჩვენს ქვეყანაში შესაფუთი მასალების წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „კოლორ ჯგუფია“, რომელიც სრულად ითვალისწინებს ღვინის ეტიკეტირების თანამედროვე ტენდენციებს და Winepack-თან თანამშრომლობით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ქმნის. ეტიკეტის მიმართულებით გაყიდვების აღმასრულებელი რუსუდან მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია მეექვსე წელია ავითარებს შესაფუთი მასალების წარმოების მიმართულებას და Winepack-თან თანამშრომლობა მათთვის საინტერესო გამოცდილებაა.
„ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ თანამედროვე ტენდენციებს და, ვფიქრობთ, Winepack-თან თანამშრომლობაც ნაყოფიერად გამოგვდის. მეღვინისთვის ხარისხიანი ღვინის გარდა მნიშვნელოვანია, რეპრეზენტაბელური შეფუთვაც, რაშიც უკვე ბევრი ღვინის კომპანია გვენდობა,“- აღნიშნა მან.
Winepack-ის ერთ-ერთი პარტნიორია ღვინის კომპანია „ქიმერიონია“, რომლის ღვინო კახური მწვანე ფესტივალ WineExpo 2021-ის ღვინის კონკურსის ოქროს მედალოსანი გახდა. კომპანია „ქიმერიონის“ კომერციული დირექტორის ნიკოლოზ არჩვაძის განმარტებით ყველა შესაფუთი მასალის ერთი კომპანიისგან მიღება წარმოების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია Winepack-თან თანამშრომლობა, როგორც დროის დაზოგვის, ისე პროდუქციის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე.
„ვაწარმოებთ მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქტს. ჩვენი თანამშრომლობა Winepack-თან რამდენიმე თვის წინ დაიწყო შესაფუთი მაკომპლექტირებლების შეძენის კუთხით. რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობა უფრო ართულებს პროცესს, ვიდრე ყველა საჭირო მასალის ერთი მომწოდებლისგან მიღება,“ - აღნიშნა მან.
კომპანია „ქიმერიონის“ წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ ღვინის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია გამოფენებში მონაწილეობის, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, ადგილობრივი ბაზრის კარგად გაცნობა და ამ მხრივ WineExpo საჭირო და საინტერესო შესაძლებლობა იყო.
WinExpo Georgia კვლავაც რჩება რეგიონში ერთადერთ გამოფენად, სადაც, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების გარდა, წარმოდგენილი იყო შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.
„ექსპო ჯორჯიას“ ჩართულობით გამოფენას ესტუმრა ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან ტიმ ატკინი (მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინის მწერალი - ჰარპერსის, დეკანტერის და მრავალი სხვა გამოცემის ავტორი) და სხვა უცხოელი ექსპერტები, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა აღნიშნავს, რომ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესურთიერთობების აღდგენას და ამგვარი გამოფენების ჩატარებას. მისი თქმით, „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით სპეციალურად გამოფენისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ქართველ მეღვინეებს შეხვდნენ.
„გვქონდა ღვინის გამოფენა, სადაც რეკორდული რაოდენობით კომპანიები იყო წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ორგანიზაციებს შორის ფიზიკური კონტაქტის, ჩვეული ურთიერთობების აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვართ პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს,“- განაცხადა რესან ქიქავამ.
გამოფენის ფარგლებში 29-30 ოქტომბერს ჩატარდა ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსი Georgiana International wine award, რომლის ჟიურის წევრები იყვნენ ფელისიტი კარტერი - ღვინის ექსპერტი (აშშ), მრავალი საერთაშორისო დეგუსტაციის ჟიურის წევრი; აურორა ჟუდი - ენოლოგი ( Reims Champagne-Ardennes), არმოსავლეთ ევროპის ღვინის საწარმოთა კონსულტანტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი; ლევან მეხუზლა -ენოლოგი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე; მიხეილ მესხი - ენოლოგი, ღვინის ექსპერტი და ანა გოდაბრელიძე - ენოლოგი, ღვინის სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე. 31 ოქტომბერს კი გაიმართა ღვინის ექსპორტის ფორუმი Winexpo Forum, რომელზეც ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის მიმართულებით წამყვანი ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"