გიგი უგულავა - სააკაშვილს შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი

შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

უგულავა დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ შეწყვეტს.

„შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები. მიშას ვიცნობ საკმარისად კარგად, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. სანამ მას გონება ექნება და სანამ ის თავისი გონებით პასუხისმგებელი იქნება თავის ქმედებაზე, შიმშილობას არ შეწყვეტს“, - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმაც დაიწყონ.

„შიმშილობის დაწყებაც არ არის გამორიცხული, რადგან ეს განგრძობადობა უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან. შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ასე იყოს მუდმივი ესტაფეტა", - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა