თაკო ჩარკვიანი - ვფიქრობ მანდატის დატოვებაზე, მომწონს ეს აზრი, თუმცა მინდა კონსულტაცია გავიარო

ახლა რომ მანდატებს ტოვებენ კარგია, მაგრამ მაშინ რომ შელეოდნენ იმ მანდატს და ბოლომდე დაგვეჭირა ბოიკოტი, დღეს ამათი ბუნდღა არ იქნებოდა. მართლა სხვა ვითარება იქნებოდა, ამდენს არ გაბედავდნენ, მაგრამ შესხდნენ მაშინ იქ გარკვეული პარტიები და ვერ დავიჭირეთ ბოიკოტი, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის” ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საერთო გადაწყვეტილება იქნება, რომ პარლამენტი უნდა დატოვონ, მაშინ მანდატზე თავადაც უარს იტყვის.

„ბრძოლისთვის რაც არის საჭირო ყოველთვის იმას ვაკეთებ. ვფიქრობ მანდატის დატოვებაზე, მეც მომწონს ეს აზრი, თუმცა მაინც მინდა, კიდევ გავიარო კონსულტაცია იმიტომ, რომ მე პირადად ეს მანდატი არაფერში არ გამომიყენებია, მხოლოდ გამოვიყენე , სააკაშვილის გამო, რომ ელჩებს წერილებს ვუგზავნიდით. ყველამ მიიღო აბსოლუტურად: ბრიტანეთი, ისრაელი, საფრანგეთი, რუმინეთი, ყველა... ამისთვის გამოვიყენე და ციხისთვის, მეტი მე მანდატი არაფერში არ მჭირდება. გადავწყვეტთ, რომ უნდა დავდოთ? რა თქმა უნდა დავდებ, აბა რას ვიზამ. მაგრამ ეს უნდა იყოს პოლიტიკური აქტი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა