გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი - დაზარალებულის უფლებამონაცვლემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, ვინაიდან ისინი მოსამართლის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამენ

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორების თქმით, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, ვინაიდან ისინი მოსამართლის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამენ. პროკურორები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის აცილებას ითხოვენ.

აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე დააყენა.

როგორც პროკურორები განმარტავენ, მოსამართლემ გასულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდა, რითაც მისი საქმისადმი დამოკიდებულება გამოვლინდა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლე კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის დისკრედიტაცია მოახდინა და მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“