ნიკა მელია - დიახ, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება, ვიდრე სიმართლე არ გაიმარჯვებს

ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მელიას განცხადებით, გამარჯვებამდე ბრძოლა ახლა იწყება და უკანდახევა არცერთ შემთხვევაში არ იქნება, რადგან არჩევნები ძალადობითა და სხვა უღირსი მეთოდებით მოპარეს.

"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გავუსწორებო, უნდა ვაიძულოთ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში, რისთვისაც ვართ მზად ყველა ქალაქში. ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში. არ გვინდა, რომ ერთმანეთთან გაგვიჩნდეს შეკითხვა და მომავალში ჩვენმა შვილიშვილებმა კითხვები დაგვისვან, სად იყო ის მომენტი, როდესაც ვერ იმოქმედეთ და ჭაობი დააკანონეთო? ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხს გავცემთ უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას განცხადებით, აქცია, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს დაიწყო, არ დასრულდება იქამდე, ვიდრე არ მიაღწევენ მთავარ მიზანს.

"აურაცხელი რაოდენობის ჩვენი თანამებრძოლია იქ, არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. რუსთავში ციხესთან დღეს დაიწყება აქცია და არ დასრულდება იქამდე, ვიდრე მთავარ მიზანს არ მივაღწევთ. მოკლე ვადაში უნდა მოვახერხოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. მოვახერხოთ მისი გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ეტაპი იქნება ყველა პოლიტიკური პატიმრის, რომელიც საარჩევნო კამპანიისას დააპატიმრეს, გათავისუფლება. აქ ვალდებულება გვამოძრავებს. არავის შეგვეპაროს ერთმანეთში ეჭვი. სუს-ი ტყუილად კი არ ხარჯავს ასობით მილიონ ლარს, რომ ერთმანეთი წაგვკიდოს, ათასი ჭორები გამოიგონოს. დიახაც, ნათქვამ - ნამოქმედარის ჭეშმარიტი ფასი დადგინდება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეებით და ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა არ უნდა მოგვერიდოს. აქ ის ხალხი ვართ შეკრებილი, რომელიც უსამართლობისკენ უკან არ დაიხევს", - აცხადებს მელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა