გია ვოლსკი - როცა 300-მოსამართლიანი კორპუსის შეხვედრას უწოდებ ჩუმად ჩატარებულ ფორუმს, ობიექტურობაზე შეიძლება სერიოზულად ვიდავოთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი განცხადება იქნება

როცა 300 - მოსამართლიანი კორპუსის მიერ ჩატარებულ შეხვედრას უწოდებ ჩუმად ჩატარებულ ფორუმს, აქ ობიექტურობაზე შეიძლება სერიოზულად ვიდავოთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი განცხადება იქნება ეს - მედიის თუ ევროკავშირის,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის არჩევასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა რეგიონში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს.

"ის, რომ ყველას ყურადღება არჩევნებისკენ იყო მიპყრობილი, ეს არის სპეკულაცია, ვინაიდან, ასეთი თემები, როგორიც არის სასამართლო, სასამართლოში არჩევნები და ნებისმიერი თემა, რომელიც უკავშირდება "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს, იყო მედიის დღის წესრიგში. თუკი, ვინმეს გამორჩა არჩევნები სასამართლოში, ეს რასაკვირველია, არ არის კარგი, მაგრამ როცა 300 მოსამართლიანი კორპუსის მიერ ჩატარებულ შეხვედრას, 270 კაცი იღებდა მონაწილეობას, უწოდებ ჩუმად ჩატარებულ ფორუმს, აქ ობიექტურობაზე შეიძლება სერიოზულად ვიდავოთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი განცხადება იქნება გაკეთებული მედიის თუ ევროკავშირის. ფაქტია, რომ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, თავის დამოუკიდებლობის ხარისხით მსოფლიო რეიტინგებში არის მოწინავე ადგილებზე და მას ჰქვია საქართველოს სასამართლო. როგორც მელია ამბობს, რომ ეს სასამართლო ხელისუფლებას იყო დაქვემდებარებული მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ეს მავნე პრაქტიკა გრძელდება, ამაზე შეიძლება ვიდავოთ, გრძელდება თუ არა. თუკი ავიღებთ საერთაშორისო რეიტინგებს, არათუ პრაქტიკა გრძელდება, საქართველოს სასამართლო რეგიონში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი მოწინავე პოზიციები უკავია. ამ რეიტინგებს ატარებს მიუკერძოებელი ამერიკული ორგანიზაცია და ამ რეიტინგებს ალბათ, უნდა გადავხედოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი