ნიკა მელია - სახლებში არ შევალთ, სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებენ, არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი

დღეს ზუგდიდს და ზუგდიდელებს ჰყავს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული მერი „ნახვაწა“ – უნდა მოვემზადოთ ძალიან მტკიცე და ხანგრძლივი პროტესტისთვის. ერთ კონკრეტულ დღეს, მეგობრებთან ერთად, გაგაცნობთ კონკრეტულ გეგმას. განგებ არ ვაცნობთ ბევრ ადამიანს საჯაროდ ამ გეგმას, რადგან არ გვინდა ცხოვრება გავუადვილოთ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ზუგდიდში აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები იქნება ყველა დიდ ქალაქში და როდესაც მიტინგი დედაქალაქში გაიმართება, “თბილისში ნახავთ, რა არის დემოკრატია და სიმართლე.“

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ამ აქციების შედეგად სამი მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღწეული: „მოპარული არჩევნების დაბრუნება,“ ვადამდელი არჩევნები და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება.

„დღეს ზუგდიდს და ზუგდიდელებს ჰყავს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული მერი „ნახვაწა.“ მე ძალიან განსხვავებული და ემოციური კავშირი მაქვს ზუგდიდთან და ზუგდიდელებთან, მაგრამ არასოდეს, თავად „ნახვაწაც“ მიაქცევდა ყურადღებას, ერთხელაც არ მიხსენებია მისი კოდური სიტყვა თუ მეტსახელი, მაინც თავს ვიკავებდი, სანამ არ დავრწმუნდი რა იკადრა ამ ადამიანმა, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება და არის ერთი რიგითი პრორუსული რეჟიმის "სტავლენიკი". დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მისმენ, შენი მეცადინეობით ჩვენი მეგობრები დღეს არიან ციხეში. შენი ძალმომრეობით იარაღები და ხელყუმბარები ჩაუდეს ადამიანებს. ამ ყველაფერს, გინდა მუქარად ჩათვალე გინდა დაპირებად, არ შეგარჩენთ და თავს არ დავხრით.

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ძალიან მტკიცე და ხანგრძლივი პროტესტისთვის. ერთ კონკრეტულ დღეს, მეგობრებთან ერთად გაგაცნობთ ძალიან კონკრეტულ გეგმას. განგებ არ ვაცნობთ საჯაროდ ამ გეგმას ბევრ ადამიანს, რადგან არ გვინდა ცხოვრება გავუადვილოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჩვენ სახლებში არ შევალთ, სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებს, ასევე არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები ამ ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი და არ იქნება თავისუფალი. ცხოვრება ასეთ პირობებში არის დამცირება და შეურაცხყოფა, მითუმეტეს, როდესაც ხედავ, როგორ აბუჩად იგდებენ, დასცინიან დატყვევებულ მესამე პრეზიდენტს. ამაზე დიდი გამოწვევა მე პირადად არ მქონია. სწორად გეშინია ბიძინა ივანიშვილო, მაგრად გეშინია, ზუსტად იცი, რომ ყველა დიდი ქალაქი იქნება მოცული მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. როდესაც თბილისში დავიძვრებით და იქ ნახავ შენ, რა არის მართლა დემოკრატია, ხალხის ნება და სიმართლე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა