დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ ხელისუფლების მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ ადამიანს ებრძვის და ცინიკურად, სამარცხვინოდ  დასცინიან, ამას ერთადერთი ახსნა აქვს - მათ ეშინიათ!

ახლა, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლების მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ერთ ადამიანს ებრძვის და უფრო მეტიც, გამოდიან და ასე ცინიკურად, ასე თავისსავე სამარცხვინოდ დასცინიან, ამას ერთადერთი ახსნა აქვს - მათ ეშინიათ! - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ შიში ბევრ სიბოროტეს აკეთებინებს.

„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი როგორც შემოვიდა და სამი დღე იარა მთელ ქვეყანაში, ისევე გავიდოდა, რომ სდომოდა. ხელისუფლება კი, ვერც ვერასოდეს გაიგებდა, იმდენად სამარცხვინოდაა ყველაფერი მორღვეული და ვერ აკონტროლებენ ვინ შემოდის და ვინ გადის. მაგრამ ჩამოვიდა და ჩაბარდა. ახლა, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლების მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ერთ ადამიანს ებრძვის და უფრო მეტიც, გამოდიან და ასე ცინიკურად, ასე თავისსავე სამარცხვინოდ დასცინიან, ამას ერთადერთი ახსნა აქვს - მათ ეშინიათ! მითუმეტეს, კობახიძეს რა აქვს სათქმელი, 2010 წელს პირადად სააკაშვილს დაუწერა სამუდამო კონსტიტუცია, თორემ მე, მისი მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით, 2012 წელს სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოდი. მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ვინმემ სამართალი იპოვა კი არა, იქამდეც მივიდნენ, რომ ადამიანს მკურნალობას და სასამართლოს უკრძალავენ.

მოკლედ, „ოცნების“ ხელისუფლებას ეშინია, შიში კი ბევრ სიბოროტეს აკეთებინებს. ეს სიბოროტეა შესაჩერებელი!“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა