თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე „მწვანე“ საშვის შემოღების დეტალებზე ისაუბრეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე „მწვანე“ საშვის შემოღებაზე იყო საუბარი.

როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით დაინიშნება საბჭოს სხდომა იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„სხდომაზე ასევე საუბარი იყო „მწვანე“ საშვის კონცეფციაზე. საბჭომ განიხილა წინადადებები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა წარმოადგინა „მწვანე“ საშვის გამოყენების წესთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი მონაწილეობა. დღევანდელ სხდომაზე იყო მსჯელობა „მწვანე“ საშვის კონცეფციასთან დაკავშირებით. ძირითადად ამ საკითხს შეეხო, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის, ბიზნეს აქტივობებზე ზემოქმედების კუთხით. ყველა ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამ საკითხების განსახილველად საბჭო დამატებით შეიკრიბება“, -განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ხელისუფლებას მიმართა, სასწრაფო და მკაცრი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ აცრა სავალდებულო იყოს რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტი დაწესდეს საჯარო სივრცეებში და ასევე, განიხილონ ფასიანი მკურნალობის შემოღების საკითხიც აუცრელი ადამიანებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა