სერგო ჩიხლაძე - ქალბატონი მეხუთე პრეზიდენტი ის პრეზიდენტია, რომელიც გმობდა პირველ პრეზიდენტს, მიესალმა მის დამხობას, იგივეს აკეთებს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესთან დაკავშირებით

სალომე ზურაბიშვილმა მათ შორის ნარკორეალიზატორები, მკვლელები შეიწყალა, მას არავინ სთხოვს გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე და ვინ - არა, ის არ არის მოსამართლე, მას აქვს დისკრეცია რომ შეიწყალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი მისთვის მინიჭებულ დისკრეციას იყენებს მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების შესაწყალებლად, თუმცა, არ იყენებს სააკაშვილის შემთხვევაში.

„არასწორი პოზიციაა, ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა კრიზისის, კონფრონტაციის დასრულებაზე და ამისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა შეწყალება, მრავალ პრობლემას მოაგვარებდა. ეს მან არ გააკეთა, თუმცა, არ მიკვირს - ქალბატონი მეხუთე პრეზიდენტი არის ის პრეზიდენტი, რომელიც სამწუხაროდ, გმობდა პირველ პრეზიდენტს, მიესალმა მის ჩამოგდებას და დამხობას, იგივეს აკეთებს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესთან დაკავშირებით, ძალიან ცუდი გზავნილია. ყოველი დღე შეიძლება ფატალური გახდეს და მას ეს გასაღები ხელში აქვს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და სიკვდილ- სიცოცხლის საკითხი გადაჭრას. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, დამნაშავეა, არ არის დამნაშავე, არის გარკვეული კითხვები - ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაგრამ რომელმა-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ?! დამნაშავეებსაც იწყალებენ, ქალბატონმა პრეზიდენტმა მათ შორის ნარკორეალიზატორები შეიწყალა, მკვლელები შეიწყალა და მძიმე დანაშაულში შემჩნეული ადამიანები, მას არავინ სთხოვს გაარკვიოს, ვინაა დამნაშავე და ვინ არა, ის არ არის მოსამართლე, მას აქვს დისკრეცია, რომ შეიწყალოს, ვაკრიტიკებ იმიტომ, რომ თუ ამ დისკრეციას მკვლელების შემთხვევაში იყენებს, რატომ არ იყენებს მესამე პრეზიდენტის შემთხვევაში?! ანუ მკვლელი შეიძლება შევიწყალოთ და მესამე პრეზიდენტი შეიძლება დავტოვოთ ციხეში და მოკვდეს , ეს არის ზურაბიშვილის უღირსი საქციელი,"- განაცხადა ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა