სალომე სამადაშვილი - როცა მორიგჯერ და ბევრად უფრო სახიფათო პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას ქვეყანა, პრეზიდენტმა ვერ დააფასა სათანადოდ ის შანსი, რასაც მას დღეს ისტორია აძლევს

პრეზიდენტმა ვერ დააფასა სათანადოდ ის შანსი, რასაც მას დღეს ისტორია აძლევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს, არ აჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილის მიმართ პირად წყენაზე და დამოკიდებულებაზე მაღლა დადგომა შეძლო.

„სამწუხაროა, რომ როცა მორიგჯერ და ბევრად უფრო სახიფათო პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას ქვეყანა, პრეზიდენტმა ვერ დააფასა სათანადოდ ის შანსი, რასაც მას დღეს ისტორია აძლევს, როცა მის ხელშია უფლება, რომ შეწყალების გზით მიიღოს მონაწილეობა ამ მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში. ეს არის ხელიდან გაშვებული ისტორიული შესაძლებლობა და ამის შემდეგ საუბარი, რომ პოლარიზაციაა ქვეყანაში, ფარისევლობაა, თუ არაფერს აკეთებ, რომ ეს პოლარიზაცია განიმუხტოს. დღეს სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ მათ შორის, ის პოლიტიკოსები, რომლებიც არათუ ეწინააღმდეგებოდნენ მას პირადად, არამედ ჩვენება აქვთ მის წინააღმდეგ სასამართლოში მიცემული, რადგან არსებობს ქვეყნის ისტორიაში მომენტი, როცა უნდა დადგე ყველაფერზე მაღლა, მათ შორის პერსონალურ დამოკიდებულებაზე მაღლა და მოძებნო ძალა, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. ზურაბიშვილის განცხადება, რომ არ გამოიყენებს სააკაშვილთან მიმართებით შეწყალების უფლებას, არ არის ის შემთხვევა, როცა მან შეძლო დემონსტრირება გაეკეთებინა, რომ მისთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პირადი წყენა თუ დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა