სოხუმში ე.წ. შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის დიმიტრი დბარის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა . ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციაში ექვსასამდე ადამიანი მონაწილეობდა. სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანს, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ე.წ. ძალოვანი უწყებები აკონტროლებდნენ.

საპროტესტო აქციაზე გამოსვლისაკენ ადამიანებს "ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანთა გაერთიანებულმა საბჭომ" მოუწოდა.

სამშაბათს ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელმა დბარმა დე - ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტისგან სოხუმში მომხდარი სროლის გამო ჯარიმა მიიღო, მიუხედავად ამისა ის თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 30 სექტემბერს სოხუმში მომხდარი ინციდენტის დროს მათ დბარის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.

აქციის მონაწილეები ე.წ. მინისტრს ვეტერანების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს