მეუფე ნიკოლოზი - მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია

მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მონახულების შემდეგ განაცხადა.

მეუფის შეფასებით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ჰუმანური და საჭიროა. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

"მე ვიმყოფებოდი სულ თავიდან საპყრობილეში, როდესაც რამდენიმე დღის შემოსული იყო. ვნახე სრულად ჯანმრთელი, ახლა გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია. აბსოლუტურად საღად აზროვნებს, რაც მე შევატყვე, ოღონდ ძალიან დასუსტებულია.

კლინიკაში გადაყვანაზე ვფიქრობ, რომ ადამიანურია, ჰუმანურია და საჭიროა. ის მძიმე სტრესის ქვეშ არის, 40 დღეა მარხულობს და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა უნდა აგოს თავის დანაშაულზე პასუხი, მაგრამ განსჯა უნდა იყოს ადეკვატური“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს