სოზარ სუბარი - თუ პოლიტიკური დიალოგი უნდათ, ამისთვის პარლამენტი არსებობს - თუ ფიქრობენ, რომ პოტსდამის კონფერენცია უნდა მოვიწვიოთ, არ მგონია, ეს სერიოზული იყოს

თუ პოლიტიკური დიალოგი უნდათ, ამისთვის პარლამენტი არსებობს - თუ ფიქრობენ, რომ პოტსდამის კონფერენცია უნდა მოვიწვიოთ, არ მგონია, ეს სერიოზული იყოს, - აღნიშნული კომენტარით “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი “ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მოწოდებას გამოეხმაურა.

სუბარის განაცხადებით, პოლიტიკური დიალოგისთვის ყველაზე კარგი მოედანი პარლამენტის სხდომათა დარბაზია, პარლამენტი მუშაობს და ოპოზიციას შეუძლია სხდომებში მიიღოს მონაწილეობა.

“პოლარიზაციის დაძლევის და კონსტრუციულ რეჟიმში გადასვლის გზა არის საპარლამენტო მუშაობა და არა პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება და სახელმწიფო დაწესებულებების წინ აქციების მოწყობა. ოპოზიცია ცდილობს, რომ ფეთქებადსაშიში ვითარება შექმნას, ამას ვერ “წევენ“ და შემდეგ რაღაც წინადადებებს აყენებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

პარტია „ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად, სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა