ოკუპირებული სოხუმი და მანაგუა „დაძმობილებული ქალაქები“ გახდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ნიკარაგუაში ვიზიტისას ხელი მოაწერა შეთანხმებას სოხუმს და ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუას შორის „დაძმობილების“ ურთიერთობების დამყარების შესახებ, - ინფორმაციას მედია ე.წ. საგარეო საქმეთა უწყების პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაურ კოვე ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრს დენის მონკადას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნიკარაგუას პრეზიდენტის თანაშემწე ლაურეანო ორტეგა და მანაგუას მერი რეინა რუედა.

ოკუპირებული აფხაზეთის „დელეგაცია“, დაურ კოვეს ხელმძღვანელობით, ნიკარაგუაში არჩევნების დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

შეგახსენებთ, ნიკარაგუაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა, რომლის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტი, ზედიზედ მეოთხედ, დანიელ ორტეგა გახდება. აშშ-სა და ევროკავშირს ორტეგას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიკარაგუაში ჩატარებული არჩევნები „ფარისევლობად“ შეაფასა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა