პეტრე ცისკარიშვილი - ქუჩაში ვიქნებით გამაგრებულები ყველგან, ხალხი გამოვა და სახლებში შესვლას აღარ ვაპირებთ

დღევანდელი აქცია იქნება მასშტაბური, რომლის შემდეგაც დაშლას, სახლებში წასვლას და პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც 20:00 საათზე ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი.

მისივე განცხადებით, აგონიაში მყოფ ხელისუფლებას აჩვენებენ, როგორია მტკიცე, მშვიდობიანი და გრძელვადიანი პროტესტი.

,,ჩვენ აქ ვიკრიბებით ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შედეგად, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სახელმწიფოს გათავისუფლების მიზნით. აქცია იქნება მასშტაბური, რომლის შემდეგაც დაშლას, სახლებში წასვლას და პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებთ. ჩვენი ყველა მოქმედება კონსტიტუციის ფარგლებში იქნება, ქუჩაში დგომის აკრძალვა ჯერ არავის გამოუცხადებია. აგონიაში მყოფ ხელისუფლებას ვაჩვენებთ, როგორია მტკიცე, მშვიდობიანი და გრძელვადიანი პროტესტი. ქუჩაში ვიქნებით გამაგრებულები ყველგან, აქაც, რუსთაველზეც და სხვა ქუჩებზეც, ხალხი გამოვა და სახლებში შესვლას აღარ ვაპირებთ”, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს