სახალხო დამცველის წარმომადგენელი - მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს აცხადებს

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღონღაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს.

როგორც ღონღაძემ ჟურნალისტებს მე-18 დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, თუმცა, მიიღო თუ არა მან რაიმე დაზიანება ციხის საკანში შესახლების მომენტში, მოკვლევა მიმდინარეობს.

„მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. პროტესტის ნიშნად ის აცხადებდა უარს და არ გადმოდიოდა მანქანიდან და გადმოიყვანეს ძალით. მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. წარმოება მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გეტყვით, [დაზიანება აქვს თუ არა]. მე ვერ შევნიშნე დაზიანება. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აცხადებს შიმშილობას“, - განაცხადა ღონღაძემ.

შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გლდანის ციხეში პატიმრების ხმაური და მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება ფსიქოლოგიურ ზეწოლად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს წარმოება და ამის შეფასება მოხდება“, - განაცხადა ღონღაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე