ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 155 ხალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 609-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამასთან, ბოლო ორი დღის განმავლობაში კოვიდ 19-ს კიდევ 7 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვმა 476-ს მიაღწია.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 72 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 22, გაგრაში - 20, ტყვარჩელში - 10, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 114.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს