ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს არათუ საფრთხე ემუქრება, შეიძლება რამდენიმე დღე აშორებდეს უმძიმეს ფატალურ შედეგს

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს არათუ საფრთხე ემუქრება, შეიძლება რამდენიმე დღე აშორებდეს უმძიმეს ფატალურ შედეგს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

„ვინ არის იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პირადად ახლა გავიგე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შემდეგ. გულახდილად, არ ვაკნინებ მის პიროვნებას. მართლა არ ვიცოდი, რომ იუსტიციის მინისტრი არის რატი ბრეგაძე. ეს პირი კონკრეტულად არის პასუხისმგებელი პატიმრის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ახლა დეპუტატები მოითხოვენ ამ ბატონთან შეხვედრას“, - განაცხადა მელიამ.

მისი შეფასებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანით ყველა კანონი და რეგულაცია დაირღვა.

„პირადი ინფორმაცია გაავრცელეს, ვიდეოკადრები, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ხვდება თუ არა დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრი, ამ ყველაფერს ვნახავთ. კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ეს ხელისუფლება არის რეჟიმი. ერთი რამ, რაც ახლა გვევალება, არის არდაღლა. ყოველდღიური ბრძოლა იქნება, დღეში რამდენიმე სხვადასხვა საპროტესტო აქცია“,-განაცხადა მელიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ