აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ხვდება

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ხვდება. კერძოდ, ერიკა ოლსონს ხვდებიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თავმჯდომარე გურამ იმნაძე და საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრებენ მართლმსაჯულების საკითხზე და ასევე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებზე.

“ეს შეხვედრა როცა დაიგეგმა, ჯერჯერობით არ იყო მომხდარი ის, რაც გუშინ მოხდა. ძირითადი ინტერესი, რომელიც ჩვენს სტუმარს ჰქონდა და და რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, ვისაუბრებთ მართლმსაჯულების პრობლემებზე, ასევე, რა თქმა უნდა, დაველოდებით იმ შეკითხვებს, რომელიც ექნება სტუმარს იმ ფაქტებზე, რაც გუშინ მოხდა", - აცხადებს სიმონიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა