მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხით ხელის მოთბობას და ემოციური მუხტის აწევით საწადელის მიღწევას ცდილობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხით ხელის მოთბობას და ემოციური მუხტის აწევით საწადლის მიღწევას ცდილობს.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია სპეკულაციებისა და სიმულაციების გზით რეალობისგან განსხვავებულ სურათს ქმნის.

„საკითხს ოპოზიციის მხრიდან ხელის მოთბობის სურვილი ამძიმებს. აქციების გამართვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, იმის მიუხედავად, აქციის მიზეზი მოგვწონს თუ არა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება იმ ფარგლებს არ უნდა გასცდეს, რაც დემოკრატიულ, ცივილიზებულ სახელმწიფოებში აქვთ განსაზღვრული. მთავარია მან მართლსაწინააღმდეგო ფორმა არ უნდა მიიღოს", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს