ირაკლი ზარქუა - მელიას მომავალი ის არის, რომ პარტიიდან გარიცხავენ, 3%-იან “ლელოს” შეეკედლება და მისი ლიდერი გახდება

“ნაციონალურ მოძრაობას” ვურჩევდი, გუდიაშვილის მიმართულებითაც ჩაისეირნონ - ისეთი ლამაზია საღამოს და დაათვალიერონ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, გუშინდელ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებიც არ გამოცხადნენ და ამის შედეგი იყო ის, რომ ნიკა მელია მომხრეებს ძველ თბილისში ასეირნებდა.

"ეს არის შედეგი, როცა არასწორი ხარ, არასწორ განცხადებებს აკეთებ და უსამართლო პროტესტის ინიციატორი ხარ. მელიას მომავალი ის არის, რომ პარტიიდან გარიცხავენ, 3%-იან “ლელოს” შეეკედლება და მისი ლიდერი გახდება", - განაცხადა ზარქუამ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება