კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ნიქოზიაში, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დახვედრის ცერემონიისას შესრულდა საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკების სახელმწიფო ჰიმნები.

საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო კვიპროსის პირველი პრეზიდენტის, მთავარეპისკოპოს მაკარიოს III-ის ხსოვნას და მისი ქანდაკება გვირგვინით შეამკო.

„საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსის რესპუბლიკაში პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, შეხვდება კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს, შეხვედრა პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ანიტა დემეტრიოუსსა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა