ლიზა იასკოს განცხადებით, მრავალსაათიანი მოლოდინის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მისცეს

უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, დღეს მას მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მრავალსაათიანი მოლოდინის მიუხედავად არ მისცეს.

როგორც მან აღნიშნა, გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ კლინიკაში სააკაშვილის მოსანახულებლად საჭირო ნებართვის მოპოვებაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტროებია ჩართული. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა არც მის პირად ექიმს, რაზეც უკრაინის სახალხო დამცველიც არის ინფორმირებული.

„სამწუხაროდ, მე დღეს ბევრი საათის განმავლობაში მომიხდა მოცდა, მაგრამ არ მომეცა არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, მქონდა თუ არა ნებართვა ციხეში შესასვლელად. უკრაინის ხელისუფლება მუშაობს ამ ნებართვის მისაღებად.

რამდენადაც მე ვიცი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო გზავნიან მოთხოვნას და შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გასცეს ეს ნებართვა. პროცესი მიმდინარეობს - ეს არის ის პასუხი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებოა, მაგრამ მე ჯერ კიდევ ვიცდი და იმედი მაქვს, რომ მექნება შესვლის შესაძლებლობა, შეიძლება დღეს არა, ხვალ. რა თქმა უნდა, მე ველოდი, რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შევიდოდი, რადგან წინა ეტაპზე არ იყო ამდენი პრობლემა, რუსთავში, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მის პირად ექიმსაც კი არ რთავენ შესვლის ნებას და პასუხი რეალურად არის იგივე, რომ პროცესი მიმდინარეობს და დოკუმენტები მზად არ არის. ჩვენ არ გვაქვს საათები და დღეები, რომ ვიცადოთ, რადგან ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პირად ექიმს, განსაკუთრებით თუ მას ჰქონდა ნებართვა აქამდე, ახლაც უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შევიდეს და ნახოს მისი პაციენტი ნებისმიერ დროს. ჩვენ არ ვიცით მოცემული მომენტისთვის ჯანმრთელობის რა მდგომარეობა აქვს მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, უკრაინის სახალხო დამცველიც ინფორმირებულია. მან გააკეთა განცხადება, დაახლოებით, 2 საათის წინ იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შეშფოთებულები ვართ გუშინ მომხდართან დაკავშირებით, ასევე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მის დაუყოვნებლივ გადაყვანის აუცილებლობაზე კერძო კლინიკაში, რომელსაც ექნება სათანადო აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მისი სიცოცხლის დასაცავად“,- განაცხადა ლიზა იასკომ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა