სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაურია - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, ხმაურია.

სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა, დავით მახარაძე, თენგიზ გუნავა და მურმან დუმბაძე ადგილიდან გაიყვანეს. პოლიცია ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის დაწყებამდე ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ხმაური ადგილზე ამის შემდეგ დაიწყო.

ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაურია - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, ხმაურია.

სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა, დავით მახარაძე, თენგიზ გუნავა და მურმან დუმბაძე ადგილიდან გაიყვანეს. პოლიცია ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის დაწყებამდე ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ხმაური ადგილზე ამის შემდეგ დაიწყო.

ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ