თინა ბოკუჩავა - ორი დღის განმავლობაში ვითხოვთ სააკაშვილთან შესვლას, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატმა განგვიმარტა, რომ თავად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არ არის თანხმობა, რაც კანონდარღვევაა

ორი დღის განმავლობაში ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატმა განგვიმარტა, რომ თავად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არ არის თანხმობა ამასთან დაკავშირებით, რაც კანონდარღვევაა, რადგან ეს მათ დისკრეციულ უფლებას ნამდვილად არ წარმოადგენს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გლდანის ციხესთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ციხის ადმინისტრაციის ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა.

„პარლამენტის წევრის ამ უფლებამოსილების განხორციელებაში დისკრეციული უფლების გამოყენება არ აქვს ციხის ადმინისტრაციას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება აქვს, მათ შორის წინასწარი დაკავების იზოლატორში. სამწუხაროდ, ეს უფლება, ამ დრომდე არ გვაქვს და მე აქ იმისთვის მოვედი, რომ გავსაუბრებოდი მიხეილ სააკაშვილის ადვოტებს, ბექა ბასილაიას და შოთა თუთბერიძეს, რადგან ისინი შედიან მის მოსანახულებლად", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა