დავით კირკიტაძე - ჩვენი სიმტკიცით, გამძლეობით, მშვიდობიანი მანიფესტაციით აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რაც ჩვენს საპროტესტო ტალღას აქვს

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიმტკიცით გამძლეობით, მშვიდობიანი მანიფესტაციით აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რაც ჩვენს საპროტესტო ტალღას აქვს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის უფლებებს “უხეშად არღვევს”.

“პატიმრის ნებისმიერ გადაადგილებაზე და მის პირობებზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო. ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი. ეს არის სამინისტრო, რომელიც უხეშად არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, სწორედ ამიტომ აქციის ერთ-ერთი ლოკაცია იქნება აქ. ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გააკეთოს განცხადება, ოღონდ არა ორჭოფული, არის თუ არა ციხის საავადმყოფო ის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილს ექნება ადეკვატური ჯანდაცვა მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის სამსახური, რომელიც პრაქტიკულად მართავს ქვეყანას იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დაყრდნობილია მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე. სწორედ ამიტომ, დღეს შეირჩა ეს სამი ლოკაცია, სადაც აქციები გაიმართება”,- განაცხადა კირკიტაძემ.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა დღევანდელი აქციის მოთხოვნა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, კირკიტაძის თქმით, რატი ბრეგაძე როგორც მინისტრი, მოვალეა პარლამენტის წევრებს შეხვდეს.

“როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს რატი ბრეგაძესთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ მაქვს. წლების წინ რატი ბრეგაძე ათენებდა და აღებდა ჩემს მისაღებში და ჰქონდა სურვილი, რომ შემხვედროდა. უბრალოდ ის, როგორც მინისტრი, კანონით მოვალეა შეხვდეს როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე ხალხს, რომელიც აქ არის შეკრებილი”,- განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროსთან “ნაციონალური მოძრაობა” და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა