გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ახალი არ არის - მოქალაქეების, მათ შორის პატიმრების უფლებები დაცულია და არავითარი შეუთავსებლობა არ არსებობს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული, ახალი არ არის - მოქალაქეების, მათ შორის პატიმრების უფლებები დაცულია და არავითარი შეუთავსებლობა არ არსებობს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას.

მაჭარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ თუკი კითხვები სახალხო დამცველს გაუჩნდა, პრობლემას არ წარმოადგენს, „რადგან სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ობიექტური არ არის“.

ამასთან, მაჭარაშვილი მედიას ურჩევს, კარგად წაიკითხონ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

„საერთაშორისო პარტნიორები ჩვენთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ვერსად ნახავთ კონკრეტულ მაგალითებს, სადაც მითითებულია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები. არ არსებობს მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ შიმშილობს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, არის მცდელობა იმისა, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ ზედაპირზე იყვნენ. რაც შეეხება იმას, არის თუ არა დაცული სააკაშვილის უფლებები, იცით, რომ ყოველდღიური შეხვედრები აქვს ადვოკატებთან, პირად ექიმთან, მხარდამჭერებთან და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილს ამის 10%-ით მაინც რომ მიექციათ ყურადღება პატიმრის უფლებებისთვის, დღეს არც ის იქნებოდა ციხეში და არც სახელმწიფო დაკარგავდა ამდენ დროს. პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე და საზოგადოებას აქვს ყოველდღიური ინფორმაცია, თუ როგორია მისი მდგომარეობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა