თემურ კუპატაძე - ვცხოვრობ მცხეთაში, სახლში, რომელიც გაფორმებულია ჩემს სახელზე და არაფერს ვმალავ

ვცხოვრობ მცხეთაში, სახლში, რომელიც გაფორმებულია ჩემს სახელზე და არაფერს ვმალავ, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თემურ კუპატაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კუპატაძემ განმარტა, უძრავი ქონება, რაზეც ხაბეიშვილი საუბრობს, ორი სახლის გაყიდვის შედეგად და კრედიტით იყიდა.

„წლების მანძილზე მქონდა სახლი, გავყიდე ერთი და მეორე და ვეძებდი შესაბამის ვარიანტს, რომ მეყიდა. არ მაქვს სახლის ქონის უფლება? ხაბეიშვილი, რომელიც არის კეკლუცი, კამერების წინ მოთამაშე, მოცეკვავე იძახის, რომ თურმე 2018 წლის შემდეგ ჩემს დეკლარაციას ვერ ნახულობს",- განაცხადა კუპატაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი ანაზღაურებით შეეძინა იმ ღირებულების უძრავი ქონება, რაზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, კუპატაძე ამბობს: "კალკულაცია ხომ არსებობს, დათვალეთ. საკმარისია და კრედიტებსაც გაჩვენებთ".

"მილიონიანიანი არ არის, 100 ათასიანია და შესაბამისად შეგიძლიათ ნახოთ კრედიტებიც",- განაცხადა კუპატაძემ.

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ კუპატაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საზოგადოებას მიმართა ეკითხათ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, თუ როგორ შეძლო მილიონებად შეფასებული ქონების შეძენა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა