საიას თავმჯდომარე - რატომ არ უნდათ, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში იყოს, სამართლებრივი და პროფესიული თვალსაზრისით, ახსნას ვერ ვპოულობთ

მე-18 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი პირობები მიხეილ სააკაშვილის პატივისა და ღირსების დასაცავად, იქ მისი პატივისა და ღირსების შემლახველი გარემოა შექმნილი - სახელმწიფო სამედიცინო მკურნალობასაც ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ , - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორ სიმონიშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებას არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, პაციენტია და უნდა მოექცნენ, როგორც პაციენტს და პატიმარს. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმ დასკვნების შესაბამისად, რაც კონსილიუმს აქვს და რასაც სახალხო დამცველიც ამბობდა.

დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ მე-18 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი პირობები. არ არის შესაბამისი პირობები მისი პატივისა და ღირსების დასაცავად. იქ შექმნილია მისი პატივისა და ღირსების შემლახველი გარემო. ამასაც ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, რომ ეს მოაგვაროს. სამედიცინო მკურნალობასაც ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ. გარკვეული აპარატურა იმ დღეს მიიტანეს.

საინტერესოა ის, რომ აპარატურის ძალიან დიდი ნაწილი რამდენიმე წლის წინ გაიტანეს დაწესებულებიდან, ახლა კი თავიდან აბრუნებენ ერთი ადამიანის გულისთვის. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს სამოქალაქო დაწესებულებაში. ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. რატომ არ უნდათ, რომ სამოქალქო კლინიკაში იყოს, ამაზე ალბათ, პოლიტიკურ სიღრმეებში ჩასვლა იქნება საჭირო. სამართლებრივი და პროფესიული თვალსაზრისით, ამის ახსნას ვერ ვპოულობთ“,- აღნიშნავს სიმონიშვილი.

კითხვაზე, თუ რა სახის დარღვევები დაინახეს მათ, სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა პირველად დაარღვია მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოები გამოაქვეყნა.

„პატივის და ღირსების ნაწილი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ასევე, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებული საკითხიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის რეალურად მოთავსებულია იმ დაწესებულებაში, სადაც მას ვერ მიეწოდება ის შესაბამისი მკურნალობა, რაც მას სჭირდება. როდესაც ნებისმიერი პაციენტი აცხადებს თანხმობას, რომ უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა, აუცილებელია მისი ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა უნდა ვნახოთ, რა თქმა უნდა, წერილობით დოკუმენტში. წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. ამიტომ გვქონდა ეჭვები, რომ მიხეილ სააკაშვილს თანხმობა არ განუცხადებია და მოტყუებით გადაიყვანეს ამ დაწესებულებაში. მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა, რომელიც ფაქტობრივად პენიტენციურმა სამსახურმა პირველად დაარღვია მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მისი ვიდეოები. ასევე მეორე ეტაპზე გამოქვეყნებული ვიდეოები, როდესაც ვითომდა მისი თანხმობის დასადასტურებლად აჩვენეს, როგორ ტოვებს პენიტენციურ სამსახურს. ის რომ ადამიანი თავისი ნების ტოვებს პენიტენციურ სამსახურს, არ ნიშნავს, რომ ის თანხმობას აცხადებს იქ მიყვანაზე, სადაც მიჰყავთ. კონკრეტული წერილობითი დოკუმენტით უნდა დადასტურდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმა იყო დაწესებულებაში გადაყვანაზე. ეს ვიდეოები კანონიერ მიზანს არ ემსახურებოდა და არაფერს ადასტურებდა “, - აღნიშნავს სიმონიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით