ანონსი  12 ნოემბერი

12 ნოემბერს, 10:00 საათზე, ​საქართველოს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კახეთში, სოფელ იყალთოში, ენერგოეფექტურ საბავშვო ბაღს გახსნის და მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

მის: სოფელი იყალთო, თელავის მუნიციპალიტეტი

12 ნოემბერს, 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრება.

12 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საერთაშორისო კონკურსის, ADAMI Media Prize-ის კოორდინატორი, კინორეჟისორი ბესო სოლომანაშვილი, პროექტის PR მენეჯერი ფილომენა გრასი, გამარჯვებული პროექტების რეჟისორები ანა ბარჯაძე და თამარ მშვენიერაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „ADAMI Media Prize-ზე წარდგენილი 3 ქართული, დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომელსაც ფინანსური დახმარება სჭირდება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 ნოემბერს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში „საფარი“ და ადამიანის უფლებათა სახლი ხანუმ ჯეირანოვას საქმის შესახებ გაეროს ქალთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ა. გახოკიძის 11ა

12 ნოემბერს, 15:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან, პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, საპროტესტო აქციას გამართავენ.

მის: დიმიტრი უზნაძის 52

12 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს კურსდამთავრებულის, პირველსხიველის, 93-ე აუდიტორიის წევრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის თემურ ჩალაბაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული.

12 ნოემბერს, 18.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა