ბექა ლილუაშვილი - როცა ხელისუფლება ე.წ.მტერს ძალადობას უპირისპირებს და ცდილობს მასზე ამ ფორმით გაიმარჯვოს, ამით მხოლოდ საკუთარ ხალხს და სახელმწიფოს ამარცხებს

როდესაც ხელისუფლება ე.წ. მტერს ძალადობას უპირისპირებს და ცდილობს მასზე ამ ფორმით გაიმარჯვოს, ამით მხოლოდ საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს ამარცხებს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

ლილუაშვილის თქმით, რა პოლიტიკურ პროცესებსაც ახლა ქვეყანაში ვაკვირდებით, პირდაპირი გაგებით - ეს არის ქაოსი.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის ძალადობრივი მეთოდები დაამკვიდროს და აღადგინოს, რაც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. არსებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანას ისეთ პროცესებამდე მიიყვანს, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ეს დღითი დღე უფრო ცხადი ხდება. "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაზრდის მიზნით, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანას აზიანებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა