სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილს ევროპარლამენტარების წერილს გადასცემს

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას აქვს უფლება შევიდეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში და ის ამ უფლებას გამოიყენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტს გადასცემს ევროპარლამენტარების წერილს, სადაც ორი მოთხოვნაა გაჟღერებული - ერთი, ხელისუფლების მისამართით, უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ხოლო მეორე არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოწოდება, შეწყვიტოს შიმშილობა.

„დღეს საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა სამი ევროპელი პოლიტიკოსი, - პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა და ასევე, ლიტვის პარლამენტის ორი წევრი, საქართველოსთან დელეგაციის ხელმძღვანელი. მათ დღეს სურდათ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან პირადად შეხვედრა. სამწუხაროდ, 6 საათზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და ამ დრომდე არ მიუღიათ უფლება იუსტიციის სამინისტროსგან, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მცდელობა, რომ იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისთვისაც ცხადია, ევროპელ პოლიტიკოსებთან პირადად შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, რამდენადაც მე მაქვს უფლებას ციხეში შესვლის, ამ უფლებას გამოვიყენებ და მსურს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადავცე წერილი, რომელსაც ხელს აწერენ არა მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან ჩამოსული აქ, არაერთი სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსი და გადავცე ის გზავნილი, რომელიც ამ წერილში არის გაჟღერებული. აქ არის ორი მოწოდება: ერთი არის საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომის გატარება და მისთვის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა. ასევე, მოწოდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართულებით, რომ მან განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა, რამდენადაც ეს არის მნიშვნელოვანი მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის და ასევე ელენე ხოშტარიას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. მე ამ გზავნილს გადავცემ ევროპელი პოლიტიკოსების სახელით მიხეილ სააკაშვილს, თუმცა, არ ვიცი საათნახევარი რჩება დღის ბოლომდე, ვნახოთ იუსტიციის სამინისტრო თუ გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომ არ მისცეს შესაძლებლობა ევროპელ პოლიტიკოსებს პირადად შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მიზეზი, თუ რატომ არ უშვებენ ევროპელ პოლიტიკოსებს პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ დრომდე არ არის განმარტებული.

„ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ გვაქვს, არც უარყოფილია მოთხოვნა ციხეში შესვლის შესახებ. არ არის განმარტება მოცემული, ამასთან დაკავშირებით. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ძალიან უხეშ პოლიტიკურ შეცდომას უშვებს. ეს უფრო განამტკიცებს განცდას, რომ აქ მართლაც ძალიან მძიმე ამბავს აქვს ადგილი, როდესაც არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ უშუალოდ შევხდნენ მას ციხეში“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა