სააკაშვილის ექიმი - არ ვიცი რა გავაკეთო, მითხარით! გვერდზე დავუწვე პრეზიდენტს? ალბათ, ასე დამთავრდება ეს ყველაფერი და თავს მოვიკლავ

არ ვიცი რა გავაკეთო, მითხარით! გვერდზე დავუწვე პრეზიდენტს? ალბათ, ასე დამთავრდება ეს ყველაფერი და თავს მოვიკლავ. აბა, რა გავაკეთო? არ ვშაყირობ! ჩვენი პრეზიდენტი ყოველდღე უარესად ხდება, - ამის შესახებ მე-18 სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ კონსილიუმთან ბოლო დღეების განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია და არც ის იცის, ექიმები სააკაშვილის მოსანახულებლად რატომ არ შედიან.

რაც შეეხება სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნას, რომ შედგეს პარიტეტზე დამყარებული ექიმების ახალი კონსილიუმი, ყიფშიძე ამბობს, რომ ამას თავადაც ეთანხმება.

„ეს ჭკვიანური აზრია, მაგრამ ამასთან მინდა გითხრათ, რომ დრო არ გვაქვს. კონსილიუმი თუ გვინდა გავაკეთოთ, დღესვე უნდა გავაკეთოთ და ის უკვე ხვალ დილით უნდა შეხვდეს 9 საათზე ერთმანეთს. ასე ყველაფრის გადადება არ შეიძლება, დრო არ გვაქვს, ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია შიმშილობს. ჩვენ რაღაც სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ. გვარამია აბსოლუტურად სწორია, დრო არ ითმენს, სასწაული არ ხდება, ჩვენი პრეზიდენტი ყოველდღე უფრო ცუდად არის და იქნება, თუ ეს არ დამთავრდება. ეს რაღაც საგიჟეთია. მე არ ვიცი რატომ არ შედის მასთან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმი, მათთან კომუნიკაცია ბოლო დღეებში არ მქონია. „ვოთსაფის“ ჩათიდან ვაწვდით ინფორმაციას.

არ ვიცი რა გავაკეთო, მითხარით! გვერდზე დავუწვე პრეზიდენტს? ალბათ, ასე დამთავრდება ეს ყველაფერი და თავს მოვიკლავ. აბა, რა გავაკეთო? არ ვშაყირობ! ჩვენი პრეზიდენტი ყოველდღე უარესად ხდება. გამოსავალი იქნება მისი სიკვდილი, სხვა გზა არ ჩანს, ციდან რას ველოდო არ ვიცი. მედიცინაში სხვა გამოსავალი არ არსებობს. უნდა შეწყვიტოს შიმშილი და უნდა გადავიდეთ პოსტ შიმშილის მკურნალობაზე, რომელიც კიდევ ერთი დიდი თავის ტკივილია. არც ვიცი, ამ ქვეყანაში ამის სპეციალისტები თუ გვყავს“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ამასთან, ყიფშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან განაწყენებულია, რადგან მასთან ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა არ შეუშვეს.

„პრეზიდენტი ძალიან, ძალიან განაწყენებული იყო, რომ თავისი მეგობარი ვერ ნახა, ქალბატონი ანა. ფოტიგა მე დაახლოებით 2 დღის წინ ვნახე და მოვუყევი მას ყველაფერი პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ, მან ყველაფერი კარგად იცის“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა