ამირან გამყრელიძე - ძალიან დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე - შეიძლება დადგეს ახალი საველე ჰოსპიტლების დამატების საკითხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა მაღალია და შესაძლოა, ახალი საველე ჰოსპიტალების გახსნის საკითხი დადგეს.

გამყრელიძის თქმით, მობილიზებულია 8000-მდე საწოლი.

„ჯერჯერობით 7 000-მდე პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია მედპერსონალი, თუმცა ჯერჯერობით 8000 საწოლამდე მობილიზებულია და რესურსი არის. თუ დაახლოებით ამ ტემპით განვითარდა ეპიდსიტუაცია, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ 4000-5000 ახალი შემთხვევა გვაქვს და პერიოდულად შემთხვევათა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მაშინ, შეიძლება დადგეს ახალი საველე ჰოსპიტალების დამატების საკითხი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი