ადვოკატის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებმა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი მიიღეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებს გლდანის ციხის სამკურანლო დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვათ.

შოთა თუთბერიძის თქმით, მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა სამუშაო საათების ამოწურვა დაასახელა.

„დღეს ვგეგმავდით კონსილიუმის შესვლას გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდნეტის მოსანახულებლად. ძალიან დიდი მადლობა ამ კომისიის თითოეულ წევრს, რომელთაც კიდევე ერთხელ ვუდასუტრებ პატივისცემას იმისთვის, რომ არასამუშაო საათებში გამონახეს დრო და მობრძანდნენ. თუმცა სამწუხაროდ, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შესვლაზე იმ მოტივით, რომ არის არასამუშაო საათები“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი გადაწყვეტილებას უკანონოს და სამარცხვინოს უწოდებს.

"კონსილიუმი არასამუშაო საათებში უკვე ყოფილა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე დღეს კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ვფიქრობთ, რომ პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად უკანონო და სამარცხვინო. ჩვენი პოზიციით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, კონსილიუმის წევრები მზად არიან ხვალაც სცადონ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ კონსილიუმის წევრებისთვის შესვლაზე უარის თქმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით იყოს განპირობებული, რისი გამჟღავნებაც პენიტენციურ სამსახურს არ სურს.

,,შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმდენად ცუდი იყოს, რომ არ სურდეს პენიტენციურ სამსახურს ამის შესახებ გაიგოს საზოგადოებამ. კიდევ ერთი მოსალოდნელი მიზეზი შესაძლოა იყოს, რომ ბოღმიანები არიან და ჯიბრში უდგებიან მიხეილ სააკაშვილს, ებრძვიან მას ყველანაირი დასაშვები და დაუშვებელი მეთოდებით. ჩვენ შესვლაზე ხელოვნური ბარიერების მანამდეც გვინახავს, თუმცა ამჟამად, როდესაც თავად ჯანდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მიერ ფორმირებულ კონსილიუმს არ უშვებენ ეს არის წარმოუდგენელი აქტი, რომლის წარმოდგენაც არ შეგვეძლო. ეს სამარცხვინოა და დამაზიანებელია როგორც სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ასევე ქვეყნის და პენიტენციური სამსახურის რეპუტაციისთვის“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის