ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილს მემორიალებზე გვირგვინის მიტანის გამო ასამართლებენ

პიარული თვალსაზრისით ხელისუფლებას სჭირდებოდა რაიმე ტიპის თანხასთან დაკავშირებული ბრალდება მიხეილ სააკაშვილიწინააღმდეგ და ეს სამარცხვინო „პიჯაკების საქმე“ წამოიწყეს,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს მემორიალებზე გვირგვინის მიტანის გამო ასამართლებენ.

„ეს არის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ლეხ კაჩინსკის მემორიალის გვირგვინის შემკობის გამო, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინის მიტანის გამო. როდესაც სენატორი ჯო ბაიდენი იყო, მისი გამასპინძლების გამო, ვიქტორ იუშენკოს საქართველოში გამასპინძლების ხარჯის გამო. ბრონირებული ავტომობილების დაქირავების და ყველა იმ საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახორციელების გამო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, 2013 წელს ახორციელებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იყო. 2013 წელს გაწეული არც ერთ ხარჯი არ განსხვავდება 2009-2012წწ-ში გაწეული ხარჯისგან, ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო კანონიერი ხარჯები. უბრალოდ, პიარული თვალსაზრისით ხელისუფლებას სჭირდებოდა რაიმე ტიპის თანხასთან დაკავშირებული ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს სამარცხვინო „პიჯაკების საქმე“ წამოიწყეს“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა