„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები მსვლელობით ორბელიანის მოედანზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან გაჩერდნენ.

პრეზიდენტის სასახლესთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება მიშას“, „მონა“.

ადგილზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა გააკეთეს წარწერაც - "თავისუფლება მიშას".

აქციის მონაწილეების გადაადგილების მარშრუტი წინასწარ უცნობია, ისინი მარშრუტს დაუგეგმავად ცვლიან. მსვლელობის მიმართულების და დეტალების შესახებ არც პარტიის ლიდერები საუბრობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა