იაგო ხვიჩია - უცნაურია ის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს უცნაურად ეჩვენებათ მოთხოვნა, რომ ადამიანი სასამართლო დარბაზში გაასამართლონ

უცნაურია, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს უცნაურად ეჩვენებათ მოთხოვნა, რომ ადამიანი სასამართლო დარბაზში გაასამართლონ, - ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, სჯერა, რომ ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა.

“სააკაშვილი საქართველოში შეიძლება ორი მიზეზით შემოსულიყო. ერთი - რევოლუციის მოსახდენად, მეორე - შეთანხმებით. მესამე ვერ იქნებოდა ვერაფერი, თუ არ ჩავთვლით, რომ ადამიანი ფსიქიურად არის დაავადებული და შემთხვევით შემოვიდა. თუ ადამიანი რევოლუციის მოსახდენად იყო შემოსული, ვისთან ერთად აპირებდა - ტრაილერის მძღოლთან და მის შვილთან ერთად? ამის გამო “ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ლიდერი რატომ არ არის დაკავებული? მეორე ვარიანტზე - შეთანხმებაზე მითქვამს, ამის მჯერა და არ გავიმეორებ. თუ იმას ამბობთ, რომ გაგიჟდა და მარტო უნდოდა რევოლუცია, მაშინ გამოსაშვებია გარეთ იმის გამო, რომ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები ჰქონია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს