იუსტიციის მინისტრი - არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!

როგორ შეკითხვას სვამთ: „თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?“ - არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს! - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვას.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სახელმწიფო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც დაინტერესებულია პატიმრის ჯანმრთელობით.

„სტრასბურგის სასამართლოს პირობადებული მოწოდება არ ჰქონია გაკეთებული, სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და თქვენ როგორ შეკითხვას სვამთ: „თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?“- არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!

ყოვლად დაუშვებელია მსგავსი შეკითხვის დასმა, ეს თქვენი ნარატივი კი არ არის, ეს არის ის, რასაც ავრცელებენ შეგნებულად, რომ თითქოსდა ჩვენ მიზანმიმართულად ვკლავთ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. თუკი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და სახელმწიფო. ეს სახელმწიფო ზრუნავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. ახლა, ვინც თქვენ გეუბნებათ, რომ ეს შეკითხვა დასვათ, სწორედ მას ვეკითხები: რატომ მოუწოდებდით, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა თქვენი პირდაპირი ეთერიდან, იქნებ ამაზე გასცეთ საზოგადოებას პასუხი. ერთხელ მაინც თუ მოუწოდეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა? ნახეთ, რას მოუწოდებენ, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. ერთხელ მაინც მოუწოდეთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს? არა! სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს საზოგადოებამ. ჩვენი მიზანი არის აბსოლუტურად კეთილშობილური და ამას ამტკიცებს ფაქტი - ჩვენ მოვუწოდებთ და თხოვნით მივმართავთ ყველა მოშიმშილეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ბუნებრივია, ამას გვავალებს ჩვენ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობა. მსგავსი კითხვის დასმა არის ყოვლად დაუშვებელი, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რისი უფლებაც, ბუნებრივია, თქვენ გაქვთ, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ,“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“