ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა ნახოს, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ არ შეუშვეს მის მოსანახულებლად

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა ნახოს, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და ამიტომაც არ შეუშვეს მის მოსანახულებლად. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით ცდილობს საქართველოს პროდასავლურ კურსს დაუპირისპირდეს. „ამის გაგრძელება არის უკრაინის სახალხო დამცველის არ შეშვება საპატიმრო დაწესებულებაში, ამის გამოვლინება იყო ევროპარლამენტარის არ შეშვება საპატიმრო დაწესებულებაში და ასევე უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის არ შემოშვება საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც სიამოვნებს რუსეთს. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით ცდილობს დაუპირისპირდეს საქართველოს პროდასავლურ კურსს. გარდა ამისა ადამიანების არ დაშვება მიხეილ სააკაშვილთან, მათ შორის, უკრაინის სახალხო დამცველის, ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა და ევროპარლამენტარებმა ნახონ, რა პირობებში და რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, სასამართლო და სახელმწიფო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს ემალება. „სახელმწიფოს - რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში. ემალება მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მესიჯი 9 წლის განმავლობაში სწორედ ის იყო, რომ სააკაშვილი უნდა წარმსდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხდა საძაგლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო