ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება თავისი ტყუილით ხელს აწერს სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს, რაზეც აბსოლუტურად ყველას პასუხი მოეთხოვება

ხელისუფლება თავისი ტყუილით ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს, რაზეც აბსოლუტურად ყველას პასუხი მოეთხოვება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციების გარდა, ოპოზიციას სხვა საშუალება არ დარჩა.

„ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, დროულად მივაღებინოთ ხელისუფლებას გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, ამას ემსახურება სწორედ ჩვენი საპროტესტო აქციები, მათ შორის დღევანდელი. პროტესტი იქნება ყოველდღიური, არ გავჩერდებით, სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა შინაარსის პროტესტი იქნება. სხვა სასაუბრო ენა ხელისუფლებასთან ფიზიკურად არ არსებობს. მეტი ჩარჩო არ არსებობს, სადაც შეიძლება დაჯდე და ისაუბრო, სამართლებრივი გზა მოჭრილია, ყველა გზა მოჭრილია, გარდა ერთისა -პროტესტი იყოს მუდმივი და უწყვეტი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მან ხელისუფლებას მოუწოდა, დღეს ოპოზოიციის მიერ ორგანიზებულ ავტოკოლონით გადაადგილებას ხელი არ შეუშალოს.

„მინდა მივმართო ხელისუფლებას, ხელოვნურ ბარიერებს ნუ შეუქმნიან ავტომობილების კოლონას, რომ საცობები არ წარმოიქმნას. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმეს ჩახერგვას, გვექნება უბრალოდ მსვლელობა. გუშინ კარგად ვნახეთ, როგორ უკაწკაწებდათ კბილები ძალოვანებს, რომ რამენაირად დაერბიათ გუშინდელი აქცია, მაგრამ ჭკუით ვაჯობეთ და ამის საშუალება არ მივეცით. ასე ვიქნებით ყოველთვის. ჩვენი აქციები არის არაძალადობრივი, მაგრამ მტკიცე და ხმაურიანი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ