ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევი კლინიკაში გადაიყვანეს

ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მუდმივ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოხდეს მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ცხელი ხაზის მეშვეობით, მუდმივ რეჟიმში, ვიღებთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი ჩამოყვანის პროცესში ჩართულია ჟენევის თანათავმჯდომარეები და სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია სუს-ის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო