ე.წ. უშიშროების კომიტეტი - ანატოლი ბიბილოვმა გენადი ბესტაევი შეიწყალა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს 53 წლის მოქალაქის გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ. ინფორმაციას მედია ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ. რესპუბლიკის "სახელმწიფო საზღვრის" უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათივე ცნობით, შეწყალების გადაწყვეტილება მისი ავადმყოფობის გამო იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო