ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურების დონის გაუარესების გამო სკოლები დაკეტეს, შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ხელისუფლებამ ჰაერის დაბინძურების დონის გაუარესების ფონზე ყველა სკოლა და კოლეჯი განუსაზღვრელი ვადით დახურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 21 ნოემბრამდე აიკრძალა სამშენებლო სამუშაოები , გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ ტრანსპორტთან და თავდაცვასთან დაკავშირებული პროექტებისთვის. გარდა ამისა, ნახშირზე მომუშავე 11 ელექტროსადგურიდან ოპერირების უფლება მხოლოდ ხუთს მიეცა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით კერძო სექტორებს დისტანციური მუშაობის წახალისება დაევალათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უსაფრთხოების ინსტრუქციის მიხედვით, ჰაერში იმ ნაწილაკების რაოდენობა , რომელთა დიამეტრი 2,5 მიკრომეტრზე ნაკლებია, გაიზარდა. ჰაერის დაბინძურების ხარისხის ინდექსმა ქალაქის ზოგიერთ ნაწილში კი 400-სს მიაღწია, მაშინ, როდესაც მაქსიმალურ მაჩვენებელს 500 წარმოადგენს. ნულიდან 50-მდე მაჩვენებელი ,,კარგი“, ხოლო 51-დან 100-მდე „დამაკმაყოფილებელი“ შედეგის განმსაზღვრელია.

დაბინძურების პრობლემა ინდოეთში იმდენად გამწვავდა, რომ ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და შტატისა და ფედერალურ მთავრობებს დაავალა, მიეღოთ „დაუყოვნებელი და გადაუდებელი“ ზომები პრობლემის მოსაგვარებლად.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო