გიგა ბოკერია - მოვისმინეთ პრეზიდენტის მორიგი არაფრისმთქმელი გამოსვლა, რაც არის რეაქცია იმაზე, რომელიც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით მოისმინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება „არაფრისმთქმელი“ იყო.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი საფრანგეთში ვიზიტისას მოსმენილ განცხადებებზე რეაქციაა.

„ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი, უკეთეს შემთხვევაში რომ ვთქვათ, არაფრისმთქმელი გამოსვლა, რომელიც უდიდესი ალბათობით არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, კონკრეტულად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა