ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დაურ კოვეს გათავისუფლება მის სხვა სამსახურში გადაყვანას უკავშირდება.

ცნობილი გახდა, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 31 წლის ინალ არძინბა დაიკავებს, რომელიც რუსეთში ამ დრომდე სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს. 2018 წლიდან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. იკავებდა რუსეთის პრეზიდენტის დსთ-ს სახელმწიფოებთან სოციალურ - ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა